Tuesday, March 15, 2011

30იანები...

რას გახსენებთ? მე ათწლეულის ფილმების დივებს - ჯოან კროუფორდს, გრეტა გარბოს, მარლენ დიტრიხს, ჯინ ჰარლოუს......... კიდევ? მსოფლიო დიზაინერებს - ნინა რიჩის, კოკო შანელს, Madam Gres, მადლენ ვიონეტს. ეს ეპოქა წარსულს არ ჩაბარებია.. 30იანების საკულტო ელემენტებს ხშირად ვხვდებით თანამედროვე დიზაინერების კოლექციებში. მოკლედ, 30იანების სტილი დღეს ისეთი აქტუალურია როგორც არასდროს.
Alberta ferretti
მაღალწელიანმა, გრძელმა კაბებმა რომანტიული გოგონას იმიჯი დაააბრუნეს. დღეს Madam Gres-ს საყვარელი ღია ფერის და რბილი ქსოვილები Alberta ferretti-ს ფავორიტია.


Yves Saint Laurent
30იანების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა დახვეწილი ეგზოტიკურობა... მიხვდებით რასაც ვგულისხმობ თუ გადახედავთ Louis Vuitton-ის და Yves Saint Laurent-ის outfit-ებს.









Madam Gres-ს საყვარელი ნაკეცებიანი ქსოვილი გამოიყენა Allesandro Dell'Acqua-მ გრძელი და ფერადი ქვედაბოლოსთვის.
Allesandro Dell'Acqua




Miu Miu
მნიშვნელოვანი ატრიბუტი - შავი კაბა თხელი ქამრით ამჯერად Miu Miu-მ წარმოადგინა.








აქსესუარებს რაც შეეხება, აქტუალურია Celine-ის პრინტიანი სათვალე, რომლის მსგავსიც შემოგვთავაზა Emilio Pucci-მ და აქვს ცრემლის ფორმა.

Celine


Prada
Dolce&Gabbana-ს Mary Janes რეპტილიის ტექსტურით და Prada-ს რეტროს სტილის თანამედროვე ფეხსაცმელი ალბათ უფრო must-have-ია.


Borsalino


და ბოლოს, 1931 წელს Jean Patou-ს განიერი ქუდი პლიაჟსთვის Borsalino-მ გამოიყენა ძალიან თანამედროვე სომბრეროს სტილში.

No comments:

Post a Comment